ვასკესი სივრცეებს ვერ ავსებს

ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტის საკვანძო დაპირისპირებებში ლუკასი ვასკესის გამოყენებაზე უარის თქმა მოუწევს.

„სელტასთან“ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ ლუკასი დაცვის ფუნქციებს სრულფასოვნად ვერ ასრულებს და ხშირად სივრცეები ცარიელი რჩება.

ვიგოში ედერ მილიტაოს არაერთხელ მოუწია ვასკესის დაზღვევა, რამაც დაცვის ცენტრში გააჩინა პრობლემები.

საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომელსაც აგრესიული შეტევის ხაზი ჰყავს, ლუკასის გამოყენება რისკებთან იქნება დაკავშირებული.

ესპანური გამოცემები მიუთითებენ, რომ ამ ყველაფერს „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა კარგად ხედავს და იანვარში მარჯვენა მცველის დამატებისთვის ყველაფერს იღონებს.


1

20 ოქტომბერი 2024 16:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107

დროა...დრო პერესს! ვასკესს საკმარისი პატივი ეცი. გუნდზე იფიქრე არნოლდი მოიყვანე.


2

20 ოქტომბერი 2024 16:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302

სისწრაფე აქვს, მაგრამ გუშინ შეტევიდან დაცვაში მინიმუმ 4-ჯერ ვერ ჩამოასწრო, მილი გადადიოდა მარჯვნივ, ჩუამენი რაღაც უაზრო პოზიციაზე თამაშობდა და მცველებს ვერ აზღვევდა და მოკლედ ქაოსი იყო


3

20 ოქტომბერი 2024 16:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107
20 ოქტომბერი 2024 16:48, Batumski says:

სისწრაფე აქვს, მაგრამ გუშინ შეტევიდან დაცვაში მინიმუმ 4-ჯერ ვერ ჩამოასწრო, მილი გადადიოდა მარჯვნივ, ჩუამენი რაღაც უაზრო პოზიციაზე თამაშობდა და მცველებს ვერ აზღვევდა და მოკლედ ქაოსი იყო

გეთანხმები, ბევრად მეტი შეგვეძლო. ჩუამენი ძალიან ჩაკარგული იყო, კამავინგამ ბევრი იშრომა, ვალვერდე 2 იყო)) გარსიაც ბევრს შრომობს სულ დარბის, მენდის ამოაგდებს უპრობლემოდ რომ მოინდომოს. ვასკესს რომ რამე დაემართოს(ჯვარი წერია) მერე რას შვება პერესი?


4

20 ოქტომბერი 2024 17:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302

გარსიას რაც შეეხება. ის, რომ მშრომელია, დარბის და ბოლომდე იბრძვის ფაქტია, მაგრამ კლასი არ აქვს. მაგ მხრივ მენდიზე უარესია. საფეხბურთო ინტელექტის თვალსაზრისით კარლოსმა და მარსელომ იმხელა თამასა შექმნეს, ესენი უკვე ბევრად ჩამოუვარდებიან.

ფრანიც და მენდიც ძაან სწორხაზოვნები არიან. კრეატივის მხრივ აი რავიცი, ძაან დაბალი დონეა.


5

20 ოქტომბერი 2024 17:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 155

ჰოდა ჩუა ჩაჩოჩდება დაბლა ცენტრში და მილი გადავა მარჯვნივ :))


6

20 ოქტომბერი 2024 17:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
20 ოქტომბერი 2024 17:10, hey5jud says:

ჰოდა ჩუა ჩაჩოჩდება დაბლა ცენტრში და მილი გადავა მარჯვნივ :))

მაგ იდეას საერთოდ არ მივესალმები. მილი თუ მარჯვნივ დადგება, ჩათვალე ისედაც სუსტი მარჯვენა ფლანგი შეტევაზე ვერაფერს ვეღარ იზამს. მილი არის ტიპიური მცველი  და ფლანგის მცველის არცერთი თვისება არ აქვს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)