ჩუამენი:„წინ მომთხოვნი კალენდარია“
ორელიან ჩუამენიმ „სელტას“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ეს არის წარმოუდგენელი გრძნობა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საოცნებო კლუბში 100 თამაშს ჩავატარებდი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.“
„დიდი მადლობა პრეზიდენტს, თანაგუნდელებს, მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივრებს.“
„შინ 3 ქულით ვბრუნდებით. სანაკრებო შესვენების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და მომავალი მატჩებისთვის ფსიქოლოგიური მუხტის მიღება. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ.“
„„დორტმუნდი“, „ელ კლასიკო“, „მილანი“ და ასე შემდეგ. კალენდარი საკმაოდ მომთხოვნია, ამიტომ ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიდგეთ.“
„მოდრიჩი ყველასთვის მაგალითია, მისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. როცა ხორვატი ბურთს იღებს, ყოველთვის ქმნის განსხვავებას და კრეატივს, ის საოცარია.“
„როდესაც შენი შეტევის ხაზს მბაპე და ვინისიუსი აძლიერებენ, აუცილებლად უნდა იფიქრო ბევრ გოლზე და მჯერა, რომ ჩვენ ამ სეზონში დიდ წარმატებებს მივაღწევთ.“
- 20 ოქტომბერი 2024
- 174
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.