მოდრიჩი:„ვინისიუსს სულ ამას ვეუბნები“
ლუკა მოდრიჩმა „სელტასთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. მადრიდის „რეალთან“ ერთად დიდი ისტორია დავწერე და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. არ მავიწყდება ჩემი ასაკი, თუმცა მთავარი ის არის, რისი გაკეთება შემიძლია მოედანზე. მზად ვარ, გუნდს ყველგან და ყოველთვის დავეხმარო, არანაირი პრობლემა არ მაქვს და მჯერა შესაძლებლობების.“
„როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ. არ მსურს, რომ ფორმა დავკარგო, ამისთვის კი ბევრს ვშრომობ და ვცდილობ, ყველა წესი იდეალურად შევასრულო.“
„ვინის ყოველთვის ვეუბნები, რომ არ გაჩერდეს და სისწრაფეები განავითაროს, მე მას ყოველთვის ვიპოვი საუკეთესო პოზიციაში და კარგ პასს მივცემ.“
„ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, ყველაზე მეტი ტიტული და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის მხოლოდ ციფრები არ არის, ეს ისტორია და დაფასებაა, სწორედ ამიტომ დიდი მადლობა კლუბს.“
„250 გამარჯვება ლა ლიგაში? ეს არ ყოფილა მარტივი გზა.“
- 20 ოქტომბერი 2024
- 1 138
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.