ანჩელოტი:„ჩუამენის პოზიციის შეცვლა შეცდომა იყო“

კარლო ანჩელოტიმ „სელტასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ლუკა მოდრიჩი „რეალის“ ლეგენდაა. ვამაყობ და ჩემთვის დიდი პატივია მასთან მუშაობა. ის, რასაც ხორვატი ფეხბურთელი გუნდისთვის აკეთებს ფასდაუდებელია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ნახევარმცველის პასი, რომელიც ვინისიუსს გაუკეთა, საოცარი იყო.“

„ჩუამენის პოზიცია შევუცვალე, მაგრამ ვფიქრობ, ის უნდა დაუბრუნდეს ჩამშლელის პოზიციას. ნახევარდაცვაში ხარვეზები გვქონდა. „ელ კლასიკოში“ ამას არ გავაკეთებ.“

„ბელინგემი ახალ პოზიციაზე ძალიან მომეწონა. არ გამოვრიცხავ,  ინგლისელთან დაკავშირებით დამატებითი ზომები მივიღო.“

„ჯუდმა და ვინისიუსმა ერთმანეთს ვერ გაუგეს? ეს სისულელეა. კონკრეტულ მომენტში უკმაყოფილების გამოხატვა თამაშის შემადგენელი ნაწილია. მატჩის ბოლოს ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ.“

„200 მატჩი ლა ლიგაში? ეს საამაყო შედეგია. ვეცფრები, ციფრები კიდევ უფრო გავაუმჯობესო და გამარჯვებების კოეფიციენტი კიდეც გავზარდო.“

„კონტრ-შეტევების პრობლემა გვქონდა. ვიგოელებმა რამდენჯერმე სწრაფად იმოქმედეს და სიტუაცია გაამძაფრეს.“

„თუ „ბარსელონასთან“ წავაგებთ, სხვაობა ძალიან გაიზრდება, ამიტომ ეს დაუშვებელია. „რეალი“ ბერნაბეუზე 3 ქულისთვის იბრძოლებს.“

„ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ, შემდეგ კი „ელ კლასიკოზე“ ვიფიქროთ.“

  • Madridista
  • 20 ოქტომბერი 2024
  • 1 614
  • 5

1

20 ოქტომბერი 2024 13:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107

ჩუამენი იყო ყველაზე ცუდი მართლაც რომ... კამავინგა ბევრად მეტს შრომობდა ტექნიკური ფეხბურთელიცაა, გარსიას მეტი შანსი, შეტევაში ბევრად ჯობია მენდის, გიულერი იჩაგრება... მილიტაო ძაან ცდილობს ტრამვა მიიღოს და ცოტა ნერვები მოთოკოს)))


2

20 ოქტომბერი 2024 14:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 929

მილიტაოს და რუდიგერს შემოულაწუნე სულ.შეტევაში რომ არიან და მომიშვლებულს რომ ტოვებენ საკუთარ საჯარიმოს


3

20 ოქტომბერი 2024 16:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107
20 ოქტომბერი 2024 14:15, bururjika madrid says:

მილიტაოს და რუდიგერს შემოულაწუნე სულ.შეტევაში რომ არიან და მომიშვლებულს რომ ტოვებენ საკუთარ საჯარიმოს

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ რუდიგერმა ვერ აჩვენა თავისი დონე, მაინც მისი დიდი დამსახურებას აქნობამდე ასე წაუგებლად რომ მოვედით + კურტუა რათქმაუნდა.


4

20 ოქტომბერი 2024 16:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 181
20 ოქტომბერი 2024 13:03, Rustaveli1990 says:

ჩუამენი იყო ყველაზე ცუდი მართლაც რომ... კამავინგა ბევრად მეტს შრომობდა ტექნიკური ფეხბურთელიცაა, გარსიას მეტი შანსი, შეტევაში ბევრად ჯობია მენდის, გიულერი იჩაგრება... მილიტაო ძაან ცდილობს ტრამვა მიიღოს და ცოტა ნერვები მოთოკოს)))

ჩუამენი კი არ იყო ყველაზე ცუდი-კამა და ფედე დამძორაობდნენ ცენტრში,გაიყვანა თუ არა ორივე და ამოწია ზევით ჩუა ყველაფერი დალაგდა.ვასკესს და მილისაც საშინელი თამაში ქონდათ


5

20 ოქტომბერი 2024 18:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107
20 ოქტომბერი 2024 16:54, REZY says:
20 ოქტომბერი 2024 13:03, Rustaveli1990 says:

ჩუამენი იყო ყველაზე ცუდი მართლაც რომ... კამავინგა ბევრად მეტს შრომობდა ტექნიკური ფეხბურთელიცაა, გარსიას მეტი შანსი, შეტევაში ბევრად ჯობია მენდის, გიულერი იჩაგრება... მილიტაო ძაან ცდილობს ტრამვა მიიღოს და ცოტა ნერვები მოთოკოს)))

ჩუამენი კი არ იყო ყველაზე ცუდი-კამა და ფედე დამძორაობდნენ ცენტრში,გაიყვანა თუ არა ორივე და ამოწია ზევით ჩუა ყველაფერი დალაგდა.ვასკესს და მილისაც საშინელი თამაში ქონდათ

პრინციპში ჩუამენის დადანაშაულებაც არ შეიძლება, თავის პოზიციაზე არ ათამაშა, სუკ სხვა მითითებები ჰქონდა, საკითხავი სწორედ ის არის მოდრიჩის წასვლის შემდეგ, ჩუამენი/კამავინგას ერთად თამაში სათუო არ იყოს...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)