ანჩელოტის მე-200 ლა ლიგაში

„სელტასთან“ დაპირისპირება კარლო ანჩელოტისთვის ისტორიული გამოდგა. იტალიელმა სპეციალისტმა მადრიდულ გრანდს ლა ლიგაში მეორასედ უთავკაცა. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი აქამდე ისტორიაში მხოლოდ 1 ადამიანს აქვს.

ანჩელოტი მართლაც საოცარ ციფრებს აფიქსირებს, პირველ ადგილზე კი მიგელ მუნიოსია, რომელმაც „ბლანკოსს“ შიდა ჩემპიონატში 424-ჯერ უხელმძღვანელა და ფაქტია, რომ ეს შედეგი კიდევ დიდხანს დარჩება ხელშეუხებელი.

ლა ლიგაში ჩატარებული 200 შეხვედრიდან ანჩელოტიმ 143 მოიგო, 33 ფრედ დაასრულა და 24 წააგო.

200 შეხვედრაში „მერენგებმა“ გაიტანეს 485 გოლი და გაუშვეს 176.

ასევე საინტერესოა ერთი სტატისტიკა - მაშინ, როდესაც მიგელ მუნიოსს „რეალის“ თავკაცის რანგში 200 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მის ანგარიშზე 141 მოგება 29 ფრე და 30 წაგება იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მხრივ კარლოს შედეგი უკეთესი და ამ ეტაპზე უნიკალურია.


1

20 ოქტომბერი 2024 03:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 439

კაროჩე რაც არ უნდა ვუტრაკოთ ზოგჯერ ანჩესს ეს კაცი ლეგენდარული მწვრთნელია და მადლობის მეტიი არაფერი გვეთქმის გულშემატკივაარსს,ჯერ მარტო ლა დესიმა და მერეე რა ქამბექები..


2

20 ოქტომბერი 2024 09:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 880

მაგრად გაგვიმართლა, დაცვა არის საშინელება, განსაკუთრებით მილიტაო. ძალიან მოკლებული აქვს. 92 ე წუთზე მაგარი მომენტი ქონდათ ძაან, ცოტა რომ გამართლოდათ ქულით წამოვიდოდით ვიგოდან. პირველი ტაიმი კიდე ამ სეზონში საუკეთესო ტაიმი იყო ჩვენთვის! 


3

20 ოქტომბერი 2024 11:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 229

ცენტრში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. ერთი სებალიოსია 39 წლის მოდრიჩის მერე რომელსაც ბურთის განაწილება შეუძლია და იმედია ხშირად ათამაშებს


4

20 ოქტომბერი 2024 12:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 880

ტიბო, 

ვასკესი, რუდი, მილი, ფრანი

ფედე, კამა, არდა,

ჯუდი

ვინი, მბაპე

ასე თუ დააყენებს კლასიკოში კარგი იქნება. ცენტრი გაცილებით უფრო მოძრავი და პროდუქტიული იქნება. 


5

20 ოქტომბერი 2024 17:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107
20 ოქტომბერი 2024 12:50, murtoreali777 says:

ტიბო, 

ვასკესი, რუდი, მილი, ფრანი

ფედე, კამა, არდა,

ჯუდი

ვინი, მბაპე

ასე თუ დააყენებს კლასიკოში კარგი იქნება. ცენტრი გაცილებით უფრო მოძრავი და პროდუქტიული იქნება. 

მეც მაინტერესებს არდას სასტარტოდან დაწყება ფედე/კამასთან ერთად ახალგაზრდული, სწრაფი, შემტევი იქნება...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (256)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)