ისტორია დაწერილია - ლუკა მოდრიჩი
მაშ ასე, მთელი კვირის განმავლობაში არაერთმა ესპანურმა გამოცემამ მიუძღვნა სტატიები ლუკა მოდრიჩს და მის ახალ რეკორდს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, „ბალაიდოსზე“ დამყარდა.
39 წლის და 40 დღის ასაკში ლუკიტამ მადრიდული მაისური მოირგო და ამით ლეგენდარული ფერენც პუშკაშის ათწლეულების მანძილზე ხელშეუხებელი რეკორდი დაამხო.
პუშკაშმა „ბლანკოსის“ მაისურით 39 წლის და 36 დღის ასაკში ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ მოდრიჩის ყოველი მომდევნო შეხვედრა რეკორდული იქნება.
„ბალაიდოსზე“ რეკორდის დამყარება ხორვატმა ლეგენდამ შესანიშნავი საგოლე გადაცემით აღნიშნა.
- 20 ოქტომბერი 2024
- 678
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.