ტრენტის დამატება „ბაიერნსაც“ სურს

მიუნხენის „ბაიერნი“ ტრენტ ალექსანდერ არნოლდის დამატებით ინტერესდება.

თავისუფალი აგენტის სტატუსი, რომელსაც ინგლისელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მიიღებს, მოთამაშის მიმართ ინტერესს ზრდის.

პორტუგალიური გამოცემების ცნობით, „ლივერპულის“ განაპირა მცველის დამატება არამხოლოდ „რეალს“ და „ბაიერნს“, არამედ სხვა კლუბებსაც სურთ, თუმცა ესპანელები ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციებს არ ავრცელებენ.

არსებული ცნობით, „რეკორდმაისტერის“ მთავარ მწვრთნელს, ვინსენ კომპანის ტრენტი ძალიან მოსწონს და მიიჩნევს, რომ მოთამაშის სისწრაფე და სათამაშო სტილი ზუტად ჩაჯდება მისი ახალი პროექტის სისტემაში.

ამის პარარელურად, „რეალი“ ცდილობს, რომ ტრანსფერი ფორსირებულ რეჟიმში დაასრულოს და მოთამაშე იანვარში გაიფორმოს. ამით ფლორენტინო პერესი კარვახალის ტრავმის შემდეგ არსებულ დანაკლისსაც დააბალანსებს და ზაფხულშიც აღარ ექნება სხვა კლუბებთან კონკურენციისთვის გამოსაყოფი დრო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)