ალონსომ ვარჯიში დაიწყო
გაგო,დიარა და ვან ნისტელროი გუნდს შეუერთდნენ.
"სამეფო კლუბმა" ვალდებებასზე ივარჯიშა,სადაც იგრძნობოდა ალვარო ნეგრედოს არყოფნა.ის გადავიდა "სევილიაში" სათამაშოდ "დორტმუნდთან" 0:5 მოგებული მატჩის შემდეგ.
მანუელ პელეგრინის შეგირდები მოედანზე ღიმილის და ხუმრობის ფონზე გამოვიდნენ.მათ დაიწყეს ვარჯიში.ჩილელი სპეციალისტი მათ მითითებებს აძლევდა.
გერმანიიდან დაბრუნებული ფეხბურთელები დარბოდნენ მოედნის გარშემო,შემდეგ ფეხბურთელებმა ფიზიკურ ვარჯიშებს მიაქციეს ყურადღება.პელეგრინის სურს ფეხბურთელები ფორმაშ იყვნენ 29 აგვისტოსთვის,სადაც ისინი "დეპორტივოს" დაუპირისპირდებიან.
ხაბი ალონსო განმარტოებით ვარჯიშობდა.მას დაზიანებული აქვს მარცხენა მუხლი.ფერნანდო გაგო,რუუდ ვან ნისტელროი და მაჰამადუ დიარა,რომლებიც არ გამგზავრებულან გერმანიაში,შეუერთდნენ ძირითად გუნდს და მათთან ერთად ივარჯიშეს.
სერხიო რამოსი,რომელიც იშუშებს აქილევსის ტრავმას,ვარჯიშობდა ფიზ მომზადების დარბაზში ალვარო არბელოასთან და მიგელ ტორესთან ერთად.
ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com
- 21 აგვისტო 2009
- 3 313
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.