ალონსო მთავარი მწვრთნელი, ლუკა მოდრიჩი ასისტენტი
ესპანური გამოცემების ცნობით, თუ სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩაბი ალონსო დაინიშნება, ის ასისტენტობას ლუკა მოდრიჩს შესთავაზებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა კარიერა უნდა დაასრულოს, რაც რთულად წარმოსადგენია, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ბასკი ლუკიტას სამომავლო პერსპექტივაში ხედავს და მიიჩნევს, რომ მისი ხედვები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ამასთან ერთად, მადრიდული გამოცემები მიუთითებენ, რომ ალონსო „რეალში“ შესაძლოა არა 2025, არამედ 2026 წელს გადავიდეს სამუშაოდ, ამ დროს კი ლუკას წასვლა სავსებით ლოგიკური და რეალური იქნება, რადგან 2026 წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატიც ჩატარდება და ლუკა ეროვნულ ნაკრებსაც დაემშვიდობება.
მადრიდში მოდრიჩის სამწვრთნელო შტაბში გადასვლას დიდი ემოციებით ელიან, ვინაიდან ცნობილია, რომ ლუკას ხედვები ყოველთვის საინტერესოა და ის ანჩელოტისაც ურჩევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას.
- 18 ოქტომბერი 2024
- 1 580
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.