ტრენტი თანახმაა - 1 ნაბიჯი და „რეალი“ დიდ ტრანსფერს დახურავს!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ ტრენტ ალექსანდერ არნოლდთან კონტრაქტის დეტალები ფაქტობრივად შეთანხმებული აქვს.
გავრცელებული ცნობით, ინგლისელი განაპირა მცველი „ბლანკოსში“ იანვარში გადასვლასაც დათანხმდება, თუ „ლივერპული“ ამ ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს.
ტრენტი თანახმაა, მთავარი კი ინგლისელთა პოზიცია იქნება, ვინაიდან სწორედ მათ უნდა თქვან 10 მილიონზე თანხმობა, რომელსაც მადრიდული გრანდი ზამთარში გამოყოფს.
თუ შეთანხმება არ შედგება, „რეალი“ ინგლისელს ზაფხულში უფასოდ წაიყვანს.
არაოფიციალურად კი ვრცელდება, რომ არნოლდი მადრიდულ გრანდთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის ღირებულებაც ბონუსების ჩათვლით 65 მილიონი ევრო იქნება, აქედან 54 მილიონი სუფთა ხელფასის სახით (წლიურად 9 მილიონი), ხოლო დანარჩენი ბონუსები.
- 18 ოქტომბერი 2024
- 1 198
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.