რელანო:„„რეალში“ რესურსის მნიშვნელოვანი დეფიციტია“
ალფრედო რელანომ მადრიდის „რეალში“ არსებული სიტუაცია შეაფასა და განაცხადა, რომ მადრიდის „რეალი“ რესურსის მხრივ ტოპ გრანდებს სერიოზულად ჩამორჩება.
„მთელი ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მბაპეზე ლაპარაკობდა, მაგრამ რატომღაც ვერავინ გაიაზრა, რას ნიშნავდა „რეალიდან“ კროოსის წასვლა, ნაჩოს წასვლა, ხოსელუს წასვლა მოდრიჩის ასაკის კიდევ უფრო მატება და ასე შემდეგ.“
„მე ვფიქრობ, ნაჩოს „რეალიდან“ წასვლა უდიდესი შეცდომა იყო. ის ყველგან თამაშობდა, სადაც გუნდს სჭირდებოდა. ასეთი ფეხბურთელის გაშვება ყოველთვის შეცდომაა მითუმეტეს მაშინ, როდესაც უამრავ ტურნირზე თამაშობ.“
„კროოსი „რეალის“ დირიჟორი იყო და ეს სიურპრიზი არავისთვისაა. ხოსელუ კი სამეფო კლუბის შეტევებს უფრო მრავალფეროვანს ხდიდა და არაერთ შეხვედრაში დაამტკიცა საკუთარი ძალები.“
„მიმაჩნია, რომ რესურსის მხრივ მადრიდულ გრანდი სერიოზულად ჩამორჩება ტოპ კლასის გუნდებს და თუ ფლორენტინო პერესი აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას არ აწარმოებს, პრობლემები გაღრმავდება.“
„მოდრიჩი ასაკშია, კარვახალმა კი ტრავმა მიიღო, თუმცა მისი ასაკიც უნდა გავითვალისწინოთ. გარდა ამისა, გუნდს აუცილებლად სჭირდება ნახევარმცველები.“
„შეგიძლიათ შეხედოთ „სიტის“, „ლივერპულს“, „არსენალს“, „ბაიერნს“ და სხვა გუნდებს. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ გუნდში თითო პოზიციაზე მინიმუმ 2 მაღალი კლასის ფეხბურთელია მოაზრებული, „რეალში“ კი მუდმივად ამის პრობლემაა.“
„როდესაც მწვრთნელს ფეხბურთელის პოზიციის შეცვლა უწევს, ესეიგი საქმე სერიოზულ დეფიციტთან გვაქვს. მერწმუნეთ, ეს ყველაფერი ფლორენტინო პერესმა კარგად იცის. „რეალის“ ხელმძღვანელობა იმასაც კარგად ხვდება, რომ თაობათა ცვლა ჯერ კიდევ პროცესშია და გუნდის 4-5 ფეხბურთელით გაძლიერება გარდაუვალი იქნება.“
- 17 ოქტომბერი 2024
- 889
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.