ფედე მარჯვენა მცველად არ განიხილება
მიუხედავად იმისა, რომ ფედერიკო ვალვერდეს პოზიციის ცვლილების შესახებ არაერთხელ ითქვა და დაიწერა, კარლო ანჩელოტი ურუგვაელ ფეხბურთელს დაცვაში არ განამწესებს.
იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ უკიდურეს სიტუაციაში სჯობს, კარვახალის ადგილი რომელიმე კასტილიელმა დაიკავოს, ვიდრე უკან ვალვერდემ ითამაშოს და ურუგვალის ძალა გუნდის ნახევარდაცვას მოაკლდება.
ამ ეტაპზე კარვახალის პირველი ალტერნატივა ვასკესია, მეორე ვარიანტად ედერ მილიტაო ითვლება, ხოლო თუ ესეც ვერ მოხერხდება, მთავარ გუნდში ახალგაზრდა კანტერანო ხესუს ფორტეას მოიაზრებენ.
- 17 ოქტომბერი 2024
- 277
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.