ქალის გაუპატიურება - კილიან მბაპე სკანდალში ეხვევა!
ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს ირგვლივ სკანდალია და ფეხბურთელის მხარე მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერს დროულად მოეფინოს ნათელი.
არსებული ინფორმაციით, „რეალის“ ვარსკვლავს ქალის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. საქმე ეხება შვედეთში ვიზიტს, რამაც ისედაც ძალიან დიდი გაუგებრობა გამოიწვია.
ფეხბურთელი ამ ეტაპზე მადრიდში იმყოფება და ცდილობს, სიმშვიდე შეინარჩუნოს, თუმცა არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირები მისთვის დაძაბული გამოდგეს.
„მარკას“ ცნობით, მოთამაშის იურისტები აღნიშნულ საკითხზე სერიოზულად მუშაობენ და სურთ, რომ ყველაფერს წერტილი დაუსვან, ვინაიდან ეს არის პროვოკაცია და ზეწოლა ფეხბურთელზე.
- 17 ოქტომბერი 2024
- 657
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.