„ლივერპული“ ნოემბერში ტრენტს კიდევ გაესაუბრება
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ტრენტ ალექსანდერ არნოლდისთვის საბოლოო წინადადებას ამზადებს.
ფაქტია, რომ განაპირა მცველმა „ენფილდელების“ ორი წინადადება უარით გაისტუმრა, სწორედ ამიტომ, „ლივერპული“ მომდევნო თვეში კიდევ ერთხელ დაელაპარაკება ფეხბურთელის აგენტს.
თუ არნოლდი კვლავ უარს იტყვის, „წითლები“ მასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
Daily Mirror-ის ცნობით, საერთოდ არ არის გამორიცხული, მერსისაიდელებმა მოთამაშე იანვარში გაასხვისონ, რათა კონკრეტული თანხა მიიღონ და ზაფხულში სრულიად უსასყიდლოდ არ მოუწიოთ მასთან გამომშვიდობება.
- 17 ოქტომბერი 2024
- 261
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.