დეივისს „რეალის“ გარდა 4 გუნდი ეპატიჟება
ალფონსო დეივისის კანდიდატურა მსოფლიოს წამყვანი კლუბებისთვის საინტერესო ხდება, რადგან ის თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღებას უახლოვდება.
კანადელი ფეხბურთელი „რეალის“ რადარზე უკვე 2 წელია არის, მაგრამ შეთანხმება ვერაფრით მოხერხდა. 2023 წლის ზაფხულში „ბაიერნმა“ 70 მილიონზე თქვა უარი, 2024 წლის ზაფხულში კი 40 მილიონზე, ახლა კი მოთამაშის უფასოდ გაშვება უწევს.
„რეალის“ გარდა ბრძოლაშია „სიტიც“, რომელიც „ბაიერნთან“ ალფონსოს ტრანსფერზე ადრეც ესაუბრა.
„ქალაქელების“ გარდა, კანადელის დამატება ლონდონის „ჩელსის“, ტურინის „იუვენტუსს“ და „ნიუქასლს“ სურთ.
„მარკას“ ცნობით, „რეალი“ დეივისთან დაკავშირებით მაქსიმალურ სიმშვიდეს ინარჩუნებს, რადგან დარწმუნებულია, რომ თუ განაპირა მცველი ბუნდესლიგას დატოვებს, მისი არჩევანი სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში იქნება და არა სხვაგან.
- 17 ოქტომბერი 2024
- 358
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.