ლაპორტი სამეფო კლუბის რადარზე ბრუნდება
აგვისტოს თვეში აიმერიკ ლაპორტის მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესახებ ბევრი იწერებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ფლორენტინო პერესმა ესპანელი ფეხბურთელი არ დაიმატა, თუმცა ახლა ვითარება შეცვლილია.
მაშინ მადრიდში გათვლა გაკეთდა ალაბას ოქტომბერში დაბრუნებზე, რაც ვერ მოხერხდა.
შანსი მიეცა ახალგაზრდა ჟოან მარტინესს, რომელიც მთავარ გუნდში დააწინაურეს, თუმცა ფეხბურთელმა მალევე მიიღო უმძიმესი ტრავმა და მოედანს 7-8 თვით ჩამოშორდა.
ამ ყველაფერს დაემატა მილიტაოს მიკრო ტრავმები, ბოლოს კი დანიელ კარვახალის უმძიმესი დაზიანება.
ახლა „რეალის“ დაცვაში კრიზისია, კარლო ანჩელოტი კი გამოსავლის პოვნას ცდილობს.
„მარკას“ ცნობით, მადრიდული გრანდი კვლავ მიუბრუნდა ლაპორტის კანდიდატურას და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისური მოირგოს.
თავად ფეხბურთელს „რეალთან“ დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.
- 16 ოქტომბერი 2024
- 566
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.