Marca - თუ ტრენტი არ გაახანგრძლივებს, „რეალი“ იანვარშიც გააქტიურდება
„მარკას“ ინფორმაციით, თუ „ლივერპულის“ ზეწოლა დაძლეული იქნება და ტრენტ ალექსანდრ არნოლდი ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ფლორენტინო პერესს იანვარში გააქტიურება გადაწყვეტილი აქვს.
რამდენიმე თვეში ინგლისელ განაპირა მცველს მერსისაიდელებთან ხელშეკრულება ეწურება და გუნდს უფასოდ დატოვებს, „რეალი“ კი მზად არის „ლივერს“ სიმბოლური თანხა გადაუხადოს, რაც 10 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ წინადადებაზე „ლივერპული“ ჯერ არ ფიქრობს, რადგან იანვრის ტრანსფერებამდე დროა. თუ ფეხბურთელთან შეთანხმება ვერ მოხდება, მერსისაიდელებმა შესაძლოა „ბლანკოსის“ წინადადება განიხილონ.
არსებული წესებით მიხედვით, ალექსანდერ არნოლდს 1 იანვრიდან ნებისმიერ გუნდთან შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება.
„მარკა“ დარწმუნებით იუწყება, რომ ტრენტთან დაკავშირებით „მერენგებში“ მკაფიო შეთანხმებაა და ფეხბურთელის ტრანსფერის საწინაღმდეგო არავის არაფერი აქვს.
- 16 ოქტომბერი 2024
- 242
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.