კვირის მეორე ვარჯიში
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები მზადებას განაგრძობს. დღეს ანჩელოტიმ კიდევ ერთხელ შეკრიბა გუნდი და მეორე სესია ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ შეკრებაში მონაწილეობა მიიღეს ბელინგემმა, ჩუამენიმ, კამავინგამ და ნაკრებიდან დაბრუნებულმა სხვა ფეხბურთელებმა, რომლებსაც მატჩი გუშინ ღამე არ ჰქონიათ.
ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში, ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვით დაიწყო, შემდეგ კი ფეხბურთლებმა მინდორზე გადაინაცვლეს.
სამწვრთნელო შტაბმა დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, კარში დარტყმებს, პრესინგს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ალაბას და ბრაჰიმ დიასის აღდგენითი პროცესი გრძელდება.
- 16 ოქტომბერი 2024
- 178
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.