ვარანი:„ყველა გრანდი ცდილობს, „რეალს“ დაემსგავსოს“
რაფაელ ვარანმა მადრიდის „რეალზე“ ისაუბრა.
„მადრიდის „რეალი“ ყველაზე დიდი კლუბია. ყველა გრანდი ცდილობს, ამ გუნდს დაემსგავსოს და ეს ასეც უნდა იყოს.“
„ეპოქა, რომელიც მადრიდულ გრანდში მქონდა ფასდაუდებელი და დაუვიწყარია.“
„პირველი შანსი ჟოზე მოურინიოსგან მივიღე. ზოგადად, პორტუგალიელი სპეციალისტისგან ბევრი რამ ვისწავლე, ამ ადამიანმა მადრიდული გრანდი სხვა სიმაღლეზე აიყვანა, შემდეგ კი კარლო ანჩელოტიმ ყველა დააგვირგვინა და „რეალმა“ „ლა დესიმას“ მოგება შეძლო.“
„ოქროს ეპოქა ზინედინ ზიდანთან ერთად მართლაც საოცარი იყო.“
„„რეალი“ გაძლევს შანსს გაიზარდო, განვითარდე და ითამაშო მსოფლიოს ვარსკვლავებთან ერთად.“
„ვამაყობ, რომ გამარჯბებს მივაღწიე, როგორც რონალდუს, ბეილის და სხვების ეპოქაში, ასევე განახლებულ მადრიდში ვინისიუს ჟუნიორთან, ფედესთან და სხვებთან ერთად.“
- 16 ოქტომბერი 2024
- 561
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.