რამოსის დაბრუნება „რეალში“ - პირობები ცნობილია!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესსა და სერხიო რამოსს შორის კომუნიკაცია შედგა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ბლანკოსის“ გენერალურმა დირექტორმა ლეგენდას კლუბის მენეჯმენტში დაბრუნება შესთავაზა, საქმეში ფლორენტინო პერესიც ჩაერთო.
ის, რომ ესპანელი უკანახაზელი „მერენგების“ რიგებში ფეხბურთელის რანგში არ დაბრუნდება, გადაწყვეტილია. დაცვაში არსებული პრობლემების გადაწყვეტას პრეზიდენტი პერესი რამოსის დაბრუნებაში ვერ ხედავს.
სამაგიეროდ, ფლორენტინო რამოსს ძალიან საინტერესო პროექტს და პირობებს სთავაზობს.
თუ ლეგენდა „რეალის“ შეთავაზებას დათანხმდება, კლუბის მენეჯმენტში მნიშვნელოვან პოზიციას დაიკავებს და იზრუნებს, როგორც ბრენდის განვითარებაზე, ასევე ჩაერთვება სატრანსფერო საკითხებშიც.
რამოსისთვის პირობები ცნობილია, რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ, მას კვლავ შეუძლია ბერნაბეუს ოფისებში საქმის კეთება.
- 15 ოქტომბერი 2024
- 1 362
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.