სერაფინი:„4 წელიწადში კამავინგა დამანგრეველი ძალის ფეხბურთელი იქნება“
ფიზიოთერაპევტი ტომას სერაფინი ედუარდო კამავინგასთან ერთად უკვე 6 წელიწადია მუშაობს და ფრანგი ფეხბურთელის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში „რეალის“ ფეხბურთელზე ისაუბრა.
„პროგრესი, რომელსაც კამავინგა ყოველწლიურად აჩვენებს თვალნათლივია. მას არ ჰქონია „რეალთან“ ადაპტაციის პრობლემა და იმ ფიზიკურ დატვირთვებსაც გაუძლო, რომელიც პირველ წელს მიიღო.“
„4 წელიწადში ედუარდო დამანგრეველი ძალის მქონე ფეხბურთელი იქნება. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც განვითარებთ და ეტაპობრივად მივყვებით.“
„ტრავმები? ამის გარეშე ფეხბურთელის კარიერა არ არსებობს, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ დაზიანების მინიმიზება მოხდეს.“
„როდესაც კამა ტრავმას მკურნალობს, ჩვენი გეგმა ჭიანურდება, ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, 4 წელიწადში ის საუკეთესო კონდიციას მიაღწევს.“
- 14 ოქტომბერი 2024
- 581
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.