ნეიმარი:„მე ვინისიუსს შევაფასებ და არა მბაპეს“
ნეიმარმა ვინისიუს ჟუნიორს ოქროს ბურთის მოგება უწინასწარმეტყველა და განაცხადა, რომ მას ვინის პროგრესში გარკვეული წვლილი აქვს.
„მბაპე თუ ვინისიუსი? მოდით მე ბრაზილიელს შევაფასებ, რადგან მასთან წლებია ურთიერთობა მაკავშირებს და ბევრჯერ მიმიცია სასარგებლო რჩევა.“
„ვინის საოცარი სეზონი ჰქონდა, მოიგო ბევრი ტიტული, გაიტანა გოლები და „რეალის“ უდავო ლიდერი გახლდათ. დარწმუნებული ვარ, სამხრეთ-ამერიკელმა ოქროს ბურთი დაიმსახურა და ოქტომბრის ბოლოს სწორედ მას დაასახელებენ საუკეთესო ფეხბურთელად.“
„ის, რომ მადრიდულ გრანდში ორი დიდი შემტევი თამაშობს ვინის და მბაპეს სახით ფაქტია, თუმცა ნუ დაივიწყებთ, როდრიგოს, რომელსაც საოცარი საფეხბურთო ინტელექტი აქვს.“
„ვინიმ გაუძლო დიდ კრიტიკას, ზეწოლას, პრობლემებს და ბარიერებს, ის არის უძლიერესი ფეხბურთელი როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.“
„ვინისიუსი მენტალურადაც ძლიერდება და ასაკის მატებასთან ერთად გამოცდილებას იძენს. მჯერა, ის არაერთხელ შეძლებს ოქროს ბურთის მოგებას.“
- 14 ოქტომბერი 2024
- 938
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.