„რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ლიდერობას არ თმობს
მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი RealMadrid.Com უკვე ზედიზედ 8 წელია ლიდერობას არ თმობს და ყველაზე მეტ სტუმარს მასპინძლობს საფეხბურთო კლუბების გვერდებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელების განვითარებამ, ვებ-გვერდების მიმართ ინტერესი გაანელა და გულშემატკივართა დიდ ნაწილისთვის სოც.ქსელიც საკმარისია ინფორმაციების გასაგებად, „ბლანკოსის“ გვერდი მაინც ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს.
ციფრული ანალიზის კომპანიის SimilarWeb-ის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, „რეალის“ ოფიციალურ საიტს თვეში 8.9 მილიონი სტუმარი ჰყავს.
ამ შედეგით „ბლანკოსი“ აღემატება „ლივერპულს“ (8.2 მილიონი), მანჩესტერ „იუნაიტედს“ (6.9 მილიონი) და სხვა კლუბებს, რომელთა სტატისტიკასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
ასევე აღსანიშნავია, რომ Realmadrid.Com-ის მომხმარებელთა 53% 18-იდან 34 წლამდე ასაკის კატეგორიიდან არის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „რეალის“ პოპულარობას ახალგაზრდა თაობაში.
- 14 ოქტომბერი 2024
- 295
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.