ჯონათან ტა „რეალში“ გადასვლის პერსპექტივით აღფრთოვანებულია
გერმანული გამოცემების ცნობით, მას შემდეგ, რაც ჯონათან ტამ გაიგო, რომ მადრიდის „რეალის“ რადარზეა, აღფრთოვანებას ვერ მალავს.
„ლევერკუზენის“ უკანახაზელი ანტონიო რუდიგერსაც ესაუბრა და მადრიდული ამბები მოიკითხა.
ტას გერმანულ გუნდთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ „რეალი“ მის დამატებას იანვარში გეგმავს.
მას შემდეგ, რაც დავიდ ალაბას სამედიცინო ტესტირებამ არასახარბიელო შედეგები აჩვენა, „ბლანკოსში“ ცენტრალური მცველის დამატების სერიოზული საჭიროება დადგა, სწორედ ამიტომ, ჯონათანთან დაკავშირებით მოვლენები სწრაფად ვითარდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, პერესს ეს საკითხი პირად კონტრაქტზე აქვს აყვანილი და საჭიროების შემთხვევაში, ჩაბი ალონსოსთანაც აპირებს დაკავშირებას.
- 14 ოქტომბერი 2024
- 573
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.