სრული მოულოდნელობა „რეალში“ - ლუკა მოდრიჩი!
ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩიც ირგვლივ ძალიან დიდი სიახლეებია.
„რეალის“ გენერალური დირექტორის დავალებით, შესაბამისმა ჯგუფმა ხორვატი ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე დაიწყო მუშაობა.
როგორც ჩანს, ლუკიტას შეუძლია მადრიდში არა 2025 წლის 30 ივნისამდე, არამედ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩეს.
მადრიდში აანალიზებენ, რომ ასაკის მიუხედავად, ლუკიტა საოცარ ფორმაშია და არც სათადარიგო სკამზე ჯდომის პრობლემა აქვს, სწორედ ამიტომ, მისი გაშვება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
კროოსის წასვლამ აჩვენა, რამდენად დიდ როლს თამაშობდა ის „ბლანკოსში“, ახლა კი მოდრიჩთან დაკავშირებით გუნდს იგივეს განცდა არ სურს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ამ ინიციატივის ავტორი კარლო ანჩელოტი გახლავთ, რომელიც ლეგენდას აბსოლუტურად ნდობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ ის გუნდს კიდევ დასჭირდება.
- 13 ოქტომბერი 2024
- 3 945
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.