400 მილიონი - საუდის არაბეთი ვინისთვის ბრძოლაში ბრუნდება
არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთის კლუბები დანებებას არ აპირებენ.
მადრიდის „რეალი“ ვინისიუს ჟუნიორის სანაცვლოდ 400 მილიონიან წინადადებას მიიღებს.
„მარკას“ ცნობით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა თავს მშვიდად გრძნობს, ვინაიდან ახალი კონტრაქტის მიხედვით, ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ნახევარი მილიარდიდან, ერთ მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
ვინისიუსს „რეალთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
რაც შეეხება საუდის არაბეთის გეგმავს. ისინი მიიჩნევენ, რომ ფლორენტინო პერესი 400 მილიონზე აუცილებლად დაფიქრდება, ვინის ხელფასი კი ფეხბურთელის ყველა მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.
როგორც ჩანს, 2025 წლის იანვარი და ზაფხული ვინისთან დაკავშირებით კვლავ საინტერესო მოვლენებს გვპირდება.
- 12 ოქტომბერი 2024
- 1 613
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.