მოდრიჩი:„ჩემს მომავალს სეზონში 50-ჯერ განსაზღრავენ“
ლუკა მოდრიჩმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ახალი სეზონი პირად დონეზე საკმაოდ ნორმალურად დავიწყე. სათამაშო დროც მაქვს და ვცდილობ, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელის როლი შევასრულო.“
„მომავალი? მთელი სეზონის განმავლობაში ჩემს მომავალს 50-60-ჯერ საზღვრავენ, ასე იყო ადრეც, მაგრამ ამით არ ვინტერესდები. ჩემი მთავარი მიზანი კლუბთან ერთად დიდი წარმატების მიღწევაა.“
„ეროვნულ ნაკრებში თამაში დიდი პატივია. გაჩერებას არ ვაპირებ. მსურს, რომ ხორვატია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს და მე ამ ტურნირზე მონაწილეობა მივიღო.“
„„რეალის“ შედეგები? ბევრი პრობლემის მიუხედავად, ჩვენ ყველა ტურნირზე ბრძოლის რეჟიმში ვართ და ვაპრებთ, რომ შედეგები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.“
„ხალხი ბევრს საუბრობს ჩემს ასაკზე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს 38 წლის ვარ თუ 19-ის? მთავარი მოედანზე ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხია.“
- 12 ოქტომბერი 2024
- 516
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.