დენზელ დუმფრისი იანვარში „რეალში“- საქმე სეროზულადაა!
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ დენზელ დუმფრისის გამადრიდელებასთან დაკავშირებით სწრაფ რეჟიმში მუშაობს.
28 წლის ნიდერლანდელს „ინტერთან“ ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, „რეალი“ კი მზად არის, „ინტერს“ იანვარში 10 მილიონი ევრო შესთავაზოს და განაპირა მცველი დაიმატოს.
თუ „ინტერი“ ამ წინადადებას არ დათანხმდება, ფეხბურთელი სეზონის ბოლოს გუნდს უფასოდ დატოვებს, რაც მილანელთა გეგმებში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს.
არსებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესის დავალებით, „ბლანკოსის“ გენერალური დირექტორი „ინტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ფეხბურთელის წარმომადგნელებთანაც აქვს კავშირი.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- 12 ოქტომბერი 2024
- 1 048
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.