ფლორენტინოს ტრენტის დამატება გადაწყვეტილი აქვს

მიუხედავად იმისა, რომ ფლორენტინო პერესის ფავორიტი განაპირა მცველი აშრაფ ჰაკიმია, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ „პსჟ“-სთან მოლაპარაკებები შეუძლებელია და ამ ეტაპზე ტრენტ ალექსანდრ არნოლდის დამატება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

ინგლისელ მცველს მადრიდული გრანდი 6 წლიან კონტრაქტს და საკმაოდ მიმზიდველ სახელშეკრულებო პირობებს შესთავაზებს.

კარვახალის დაბრუნება 10-იდან 13 თვის შუალედში იგეგმება, სწორედ ამიტომ, „რეალი“ მასზე გათვლას მომდევნო სეზონის პირველ ნახევარშიც ვერ გააკეთებს, ვინაიდან პრე-სეზონს და პირველ თვეებს ესპანელი სრულად გამოტოვებს.

„რეალში“ თავის დასამკვიდრებლად ახლა იდეალური დროა, რასაც არნოლდი კარგად ხვდება.

„ლივერპულმა“ ინგლისელ მოთამაშეს ხელშეკრულების გახანგრძლივება ორჯერ შესთავაზა, მაგრამ ამაოდ. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეს გარემოს შეცვლა სურს.

კულუარული ინფორმაციით, ტრენტისთვის იურგენ კლოპის გუნდიდან წასვლა ძალიან მტკივნეული იყო და სწორედ ამის შემდეგ მიიღო „ენფილდის“ დატოვების გადაწყვეტილება.


1

12 ოქტომბერი 2024 15:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107

ჰაკიმს ხალიფა პსჟ-ში დააბერებს, ტრენტი მოიყვანონ უკეთესია, ბელინგემის ფაქტორიც დიდ როლს ითამაშებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)