შუსტერი:„„რეალს“ მბაპე ვერ უშველის, საჭიროა ტრასნფერები“
ბერნდ შუსტერმა მადრიდის „რეალში“ არსებული სიტუაცია მიმოიხილა.
„კარლო ანჩელოტის სახით მადრიდის „რეალს“ ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ გუნდის რესურსი წლიდან წლამდე მცირდება.“
„ნაცვლად იმისა, რომ გასულ ზაფხულს გუნდი გაძლიერებულიყო, მნიშვნელოვნად დასუსტდა და ეს კარგად შეეტყო, როგორც დაცვის, ასევე ნახევარდაცვის რგოლს.“
„კლუბი დატოვა ნაჩომ, ის მულტიფუნქციური ფეხბურთელი იყო და თუნდაც დღეს გუნდს ძალიან გამოადგებოდა. უდიდესი დანაკლისი გახლდათ ტონი კროოსი, რომელსაც სეზონის ბოლოს მოდრიჩიც დაემატება.“
„„რეალს“ მბაპე ვერ უშველის, რადგან ფრანგამდე ბურთია მისატანი. გუნდს სჭირდება სატრანსფერო რევოლუცია, როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში.“
„ვფიქრობ, პერესი ვალდებულია გააძლიეროს, როგორც დაცვის ცენტრი, ასევე ორივე ფლანგი, ნახევარდაცვაში კი მინიმუმ 2 ფეხბურთელია დასამატებელი.“
„ერთადერთი ხაზი, სადაც „ბლანკოსს“ პრობლემა არ აქვს, თავდასხმაა, თუმცა ამ რგოლსაც სჭირდება საერთო ბალანსში მოქცევა.“
- 11 ოქტომბერი 2024
- 833
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.