ანჩელოტიმ ხელმძღვანელობა დაარწმუნა - ტრანსფერები „რეალში“
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი გუშინ მადრიდის „რეალის“ გენერალურ დირექტორს, ხოსე ანხელ სანჩესს და სანტიაგო სოლარის შეხვდა.
იტალიელმა სპეციალისტმა ახსნა სიტუაცია, რაც გუნდში არსებობს და დაასაბუთა ტრანსფერების საჭიროება.
„მარკას“ ინფორმაციით, ანჩელოტიმ მეორე მხარე დაარწმუნა, რომ გარდაუვალია გუნდის განახლება.
დავიდ ალაბას ახალმა სამედიცინო შემოწმებამ გუნდში კიდევ უფრო სირთულე შექმნა, კარვახალის ტრავმის შესახებ კი ისედაც ყველას კარგად მოეხსენება.
გამომდინარე გადატვირთული და მომთხოვნი გრაფიკიდან, „რეალის“ რესურსი საკმარისი არ არის, სწორედ ამიტომ, ახლა ფლორენტინო პერესი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
„მარკას“ ცნობით, „მერენგებმა“ იანვარში შესაძლოა არა 1 , არამედ 2 ფეხბურთელი დაიმატონ.
- 11 ოქტომბერი 2024
- 1 135
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.