„რეალის“ საგანგებო განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა განცხადება გაავრცელა.
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა იძულებულია გამოეხმაუროს ცრუ ინფორმაციებს, რომლის მიხედვითაც, განხორციელდა „ბერნაბეუს სახელობის სტადიონის მხრიდან დაზარალებულთა სამეზობლო ასოციაციის“მიერ წარმოებული ერთ-ერთი საქმის მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ.
1. მადრიდულ გრანდს ყოველთვის ჰქონდა შესაბამისი მუნიციპალური საქმიანობისა და ოპერირების ლიცენზია, რომელიც სრულად ფარავს სპორტული ღონისძიებების ჩატარების უფლებებს სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე. გარდა ამისა, აბსოლუტურად მცდარია ინფორმაცია, რომ მიხედვითაც, „ბლანკოსი“ საქმიანობს ვადაგასული ლიცენზიით და არც ისაა სიმართლე, რომ მესამე პირების მხრიდან მოტყუებით გადადგმული ნაბიჯები, რაიმე სახის საკითხის ადმინისტრაციულ გადაწყვეტას განაპირობებს.
2.კონცერეტები, რომელიც გაიმართა აღნიშნულ არენაზე, არ საჭიროებს მუნიციპალური ლიცენზიის გაცემას. ამ შემთხვევაში საჭიროებას წარმოადგენს მხოლოდ ავტორიზაციის მინიჭება, რომელიც თითოეულ შემთხვევაში პრომოუტერებზე ბერნაბეუზე გამართული ყველა კონცერტის წინ იყო მინიჭებული.
3. მადრიდის „რეალი“ აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან და საქალაქო საბჭოსთან იმისთვის, რომ ბერნაბეუზე გამართლი ნებისმიერი აქტივობა თანხვედრაში იყოს მოქალაქეთა და სამეზობლო სივრცეების პატივისცემასთან.
4. კლუბი წუხს, რომ "ბერნაბეუს მიერ დაზარალებულთა სამეზობლო ასოციაციას", გარდა იმისა, რომ არ აინტერესებს მადრიდის "რეალის" მცდელობები, უზრუნველყოს აღნიშნული ჯგუფის ინტერესები, ბოროტმოქმედებით და შეგნებულად ცრუობს, იურისდიქციული ორგანოების და საზოგადოებრივი აზრის წინაშე და ეს არის ცრუ ბრალდებები, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სიმართლეს.
- 11 ოქტომბერი 2024
- 751
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.