ხოსელუ:„ანჩელოტის გაკრიტიკება სისულელეა“
ხოსელუ მატომ კარლო ანჩელოტისა და მადრიდის „რეალზე“ ისაუბრა.
„ჩემი ბავშვობის ოცნება მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო და ეს შევძელი. ვერასდროს დავივიწყებ სეზონს, რომელიც მადრიდულ გრანდში გავატარე.“
„ანჩელოტის მიმართ კრიტიკა უსამართლო და უადგილოა. არ ვიცი, როგორ არ უნდა გიყვარდეს იტალიელი სპეციალისტი, რადგან ის არის ნამდვილი მადრიდისტას და ჭკვიანი სპეციალისტი, რომელიც ყოველთვის პოულობს გამოსავალს.“
„კარლომ „ბლანკოსისთვის“ ბევრი გააკეთა და 2-3 მატჩის ჩაგდებისთვის კრიტიკა სისულელედ მიმაჩნია.“
„დანის მთელი ოჯახი გვერდით უდგას. არ ვიცი, როგორ ვანუგეშო ის, თუმცა მჯერა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება. კარვახალი ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე ფეხბურთელია და სწორედ ამან განაპირობა მისი დიდი წარმატება.“
- 10 ოქტომბერი 2024
- 590
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.