ანჩელოტიმ 4 დღიანი შვებულება გამოაცხადა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას არ ივარჯიშებენ.
კარლო ანჩელოტის სურს, რომ მოთამაშეებმა 3 სრულფასოვანი ვარჯიშის შემდეგ დაისვენონ და მომდევნო კვირიდან ინტენსიური მზადება დაიწყონ.
„მერენგები“ ლა ლიგის მომდევნო ტურის დაპირისპირებას 19 ოქტომბერს გამართავენ, შეკრება კი 14 ოქტომბრიდან განახლდება.
მომდევნო კვირაში მადრიდში ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში არიან გამოძახებულები ეტაპობრივად დაბრუნდებიან.
- 10 ოქტომბერი 2024
- 205
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.