გუნდი მზადებას განაგრძობს
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა კვირის მესამე სესია ჩაატარეს.
დღევანდელი ვარჯიში თავიდან ბოლომდე ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, პრესინგს და კარში დარტყმებს დაეთმო.
ფეხბურთელები სატრენაჟორო დარბაზში არ გაჩერებულან და თავიდანავე მწვანე მინდორზე დაიწყეს მზადება.
ბრაჰიმ დიასი, ვინი ჟუნიორი, ედერ მილიტაო და ლუნინი აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
ტიბო კურტუამ ინდივიდუალურად ივარჯიშა, მბაპე კი მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში გარჯას დასჯერდა.
- 9 ოქტომბერი 2024
- 68
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.