ზუბიმენდისთვის ბრძოლაში ბევრი გრანდი ჩაერთო
როგორც ჩანს ზუბიმენდი „სოსიედადში“ მართლაც ბოლო სეზონს ატარებს.
ესპანელი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში კატალონიის „ბარსელონაც“ ჩაერთო, „სიტის“ და „ლივერპულის“ ინტერესი ახალი არ არის, „რეალი“ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატიდან აკვირდება, ახლა კი საქმე ლონდონის „არსენალიც“ გახლავთ, რომლის მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა მიიჩნევს, რომ ფეხბურთელისთვის ლონდონში გადასვლა იდეალური გადაწყვეტილება იქნება.
ბასკების ნახევარმცველის ფასი თვიდან თვემდე იმატებს, მას ბევრი როდრის ამსგავსებს და მიიჩნევს, რომ ძალიან კარგად ფლობს ბურთს.
„რეალისთვის“ ზუბიმენდის ბევრი მნიშვნელოვანი თვისება აქვს. პირველ რიგში, ფეხბურთელი ესპანელია და ეს „ბლანკოსში“ ახლა დიდი პრობლემაა, გარდა ამისა, სამეფო კლუბს აუცილებლად დასჭირდება ცენტრალური ნახევარმცველი, სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესს გააქტიურება მართებს.
- 9 ოქტომბერი 2024
- 1 072
- 16
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.