„რეალი“ ვინის ოქროს ბურთის გრანდიოზულად აღნიშვნისთვის ემზადება

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ სურს, დააფასოს ვინისიუს ჟუნიორის შრომა და უდიდესი პროგრესი და ოქროს ბურთის გამო გრანდიოზული ღონისძიება მოაწყოს.

მადრიდული გამოცემების ცნობით, ფორმატი მკაცრად არის გასაიდუმლოებული, ვინაიდან ვინის ოქროს ბურთი 28 ოქტომბრამდე ოფიციალურად არ დადასტურდება.

ფლორენტინო პერესი ამ ნაბიჯით, სამხრეთ-ამერიკელი ფეხბურთელის კიდევ უფრო მოტივირებას და დაფასებას გეგმავს.


1

9 ოქტომბერი 2024 10:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 237

ყველაფერს ფუთავენ მარკეტინგულად, რომ მოიცვას პრესა და რაც შეიძლება დიდი გამოხმაურება ჰქონდეს.


აბა რონალდუს და მოდრიჩის ოქროს ბურთები მახსოვს, ვარჯიშზე მიიტანდნენ და ერთი პოსტი ეძღვნებოდა ხოლმე მაგას და მორჩა.


2

9 ოქტომბერი 2024 12:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 234

 მადრიდის „რეალს“ სურს, დააფასოს ვინისიუს ჟუნიორის შრომა და უდიდესი პროგრესი და ოქროს ბურთის გამო გრანდიოზული ღონისძიება მოაწყოს.

რა თქმა უნდა მისალოცი საქმეა, მაგრამ ცოტა ხო არ აზვიადებს რეალი ვინისიუსის მიღწევებს და განსაკუთრებით მის "უდიდეს პროგრესს".    

მის ასაკში მესი მე-4 ოქროს ბურთს იღებდა. და კიდევ ერთხელ აქ დაიწერა ვინის მე-100 მატჩზე რო ასევე დიდი პროგრესი აღნიშნეთ თურმე 20 გოლი გაუტანია!!!

36 წლის ლევანდოვსკიმ 75 მატჩში 52 გოლი გაიტანა და არავის უთქვავს პროგრესი აქვსო.

ნამეტანს ხო არ ათამამებთ მაგ ვარსკვლავბიჭუნას, რომელსაც ყვითელი ბარათების უზარმაზარი კოლექცია დაუგროვდა და ანჩელოტისაც კი უშლის ნერვებს თავისი უზრდელობით მინდორზე. ბავშვს რო კითხეს რა გატირებსო და: "გამდის და ვტირიო" აი ასეა ახლა ვინისიუსის საქმე ეს კი სულ არ უხდება რეალის უზარმაზარ ავტორიტეტს და რეპუტაციას.


3

9 ოქტომბერი 2024 14:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 787

ვფიქრობ ზედმეტია ეს ყველაფერი, ისედაც ეტყობა ხოლმე რომ თავში აქვს ავარდნილი და ყველაფერი გასდის. და ამის მერე შეიძლება უფრო გაუარესდეს ყველფერი. პირიქიდ ჯობია, რაც უფრო ნაკლებად მიაქცევენ ამ ფაქტს ყურადღებას უკეთესია ჩემი აზრით, მერე უფრო მოტივირებული და მონდომებული იქნება და იქნებ დასერიოზულდეს კიდეც, რომ შეეშვას უაზრო ჩხუბს და კამათს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 12
2 აიოზე 6
3 მბაპე 6
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2024 (316)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)