„რეალი“ და „პსჟ“ „არსენალის“ ვარსკვლავისთვის იბრძოლებენ
ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი მადრიდის „რეალისა“ და „პსჟ“-ს რადარზეა მოქცეული.
მიუხედავად იმისა, რომ ვილიამ სალიბას ფასი დაახლოებით 120 მილიონი ევროა, არც ესპანური და არც ფრანგული კლუბი უკან დახევას არ აპირებს.
მადრიდელთა აზრით, სალიბას ტრანსფერი გუნდის დაცვის ხაზის გაახალგაზრდავებას და რესურსის მნიშვნელოვან ზრდას შეუწყობს ხელს.
სალიბამ პრემიერლიგაში ყველას აჩვენა, რომ ძალიან მაღალი დონის უკანახაზელია.
კამერუნული ფესვების მქონე ფრანგი ფეხბურთელი მხოლოდ 23 წლის არის და განსაკუთრებული სისწრაფით გამოირჩევა, ის ასევე შესანიშნავია მეორე სართულზე ორთაბრძოლებშიც.
The Athletic-ის ცნობით, ფეხბურთელზე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს „პსჟ“ და „რეალთან“ ბრძოლას გეგმავს.
- 8 ოქტომბერი 2024
- 1 186
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.