არნოლდზე აბსოლუტური კონსესუსია
„მარკას“ ცნობით, ტრენტ ალექსანდრ არნოლდთან დაკავშირებით მადრიდის „რეალში“ აბსოლუტური კონსესუსია და ეს ფეხბურთელმაც იცის.
მადრიდული მხარე მაქსიმალურად ცდილობს, განაპირა მცველი ფსიქოლოგიურად გააძლიეროს, რათა ტრენტმა „ლივერპულის“ ზეწოლას გაუძლოს და ახალი კონტრაქტი არ გააფორმოს.
„მარკას“ ცნობით, იანვარში მადრიდული გრანდი წინასწარ ხელშეკრულებას გააფორმებს, ვინაიდან ახალი წლიდან ტრენტს ნებისმიერ კლუბთან შეეძლება მოლაპარაკებების წარმოება, რადგან კონტრაქტის ამოწურვამდე ნახევარი წელი ექნება დარჩენილი.
არსებული ცნობით, პერესმა იცის, რომ ზამთარში „ლივერპული“ ფეხბურთელს არ შეელევა და მისი აინვარში დამატების ილუზია არ აქვს, სწორედ ამიტომ, ყველაფერი 2025 წლის „ცხელი ზაფხულისთვის“ გადაიწევს.
- 8 ოქტომბერი 2024
- 707
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.