„რეალი“ სატრანსფერო მარკეტს 300 მილიონით შეუტევს!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი 2025 წლის სატრანსფერო მარკეტს ამბიციური გეგმებით ელოდება და 300 მილიონ ევრომდე დახარჯვას აპირებს.
მადრიდული გრანდის პრეზიდენტი ხვდება, რომ რამდენიმე საკვანძო პოზიციაზე გუნდს გაძლიერება სჭირდება და ამის გარეშე რესურსი საკმარისი არ იქნება.
„მერენგები“ დაიმატებენ, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგის მცველს. კრიტიკულად დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებაც, ვინაიდან მოდრიჩის წასვლა სეზონის ბოლოს გადაწყვეტილია. არსებული ვარაუდით, მადრიდული გრანდი ორი ნახევარმცველის დამატებაზეც ფიქრობს.
„ბლანკოსის“ რადარზე ტრენტ ალექსანდრ არნოლდი, ალფონსო დეივისი, ფლორიან ვირცი, ზუბიმენდი, აშრაფ ჰაკიმი და სხვა ვარსკვლავები არიან, თუმცა ვისი ტრანსფერი შედგება და ვისი ვერა დრო გვაჩვენებს.“
- 8 ოქტომბერი 2024
- 1 068
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.