კვირის პირველი ვარჯიში წარმატებით დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა განახევრებული შემადგენლიბით ივარჯიშეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანჩელოტის განკარგულებაში რამდენიმე ვარსკვლავი მაინც არის.
სესია სპორტ დარბაზში, ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვიტ დაიწყო. ფეხბურთელებმა დაახლოებით 45 წუთი მთლიანად ფიზიკურ კონდიციებს დაუთმეს, შემდეგ კი მწვანე მინდორზე გადაინაცვლეს.
აქცენტი გაკეთდა მოკლე სივრცეში ზუსტ და ტაქტიკურად გამართულ თამაშზე, პრესინგზე, კარში დარტყმებსა და სტანდარტულებზე.
სესიას ესწრებოდა რამდენიმე კასტილიელიც.
ვინისიუს ჟუნიორი, დავიდ ალაბა, ბრაჰიმ დიასი და ტიბო კურტუა აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
ანდრეი ლუნინს ვირუსი აქვს და გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს, კილიან მბაპე კი სპეციალურ პროგრამას მიყვება და სურს, რომ „სელტასთან“ მატჩისთვის 100%-ით მზად იყოს.
- 7 ოქტომბერი 2024
- 99
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.