ალაბას დაბრუნების შემდეგ „რეალი“ „მძიმე დაცვასაც“ გამოიყენებს

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი დაცვის რგოლში დავიდ ალაბას დაბრუნების შემდეგ გარკვეული ცვლილებებს განახორციელებს.

ზოგიერთ დაპირისპირებაში მადრიდული გრანდი „მძიმე დაცვასაც“ გამოიყენებს და ედერ მილიტაოს მარჯვენა ფლანგზე მიუჩენს ადგილს.

ასევე იგეგმება, 3-4-3 სისტემის მოსინჯვაც, სადაც დაცვაში ერთად ითამაშებენ ალაბა, რუდიგერი და მილიტაო, ნახევარდაცვას 4 ფეხბურთელი ეყოლება, წინ კი ტრადიციული ტრიო შეუტევს.

გამომდინარე იქედან, რომ დანის შემცვლელი მხოლოდ ლუკას ვასკესია, კარლოს აუცილებლად მოუწევს ქმედითი და და ამასთანავე კრეატიული ნაბიჯების გადადგმა.

  • Madridista
  • 7 ოქტომბერი 2024
  • 1 164
  • 5

1

7 ოქტომბერი 2024 18:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302

ისე სამ მცველიან ტაქტიკაზე რამდენჯერმე მაქვს ნაფიქრი. როცა პრობლემაა, მაშინ მაინც ვცადოთ და უკან ალაბა-რუდიგერი-მილიტაო დავაყენოთ


2

7 ოქტომბერი 2024 18:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 80
7 ოქტომბერი 2024 18:24, Batumski says:

ისე სამ მცველიან ტაქტიკაზე რამდენჯერმე მაქვს ნაფიქრი. როცა პრობლემაა, მაშინ მაინც ვცადოთ და უკან ალაბა-რუდიგერი-მილიტაო დავაყენოთ

ბევრი არ იფიქრო ჯიგარ


3

7 ოქტომბერი 2024 19:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832
7 ოქტომბერი 2024 18:59, Chefo says:
7 ოქტომბერი 2024 18:24, Batumski says:

ისე სამ მცველიან ტაქტიკაზე რამდენჯერმე მაქვს ნაფიქრი. როცა პრობლემაა, მაშინ მაინც ვცადოთ და უკან ალაბა-რუდიგერი-მილიტაო დავაყენოთ

ბევრი არ იფიქრო ჯიგარ

???


4

7 ოქტომბერი 2024 20:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 871

მილიტაოს შეუძლია ფლანგზე თამაში, შეიძლება ისეთი კარგი არ იყოს როგორც ცენტრში მაგრამ ნაკრებშიც უთამაშია ფლანგზე და არც ისე ცუდად. ვასკესის დაყენებას მე პირადად ისეთი კაცი მირჩევნია იდგეს ვინც მართლა მცველია. ნაკლებად კი ჩაერთვება ხოლმე შეტევებში მაგრამ არაუშავს, მეორე ფლანგი დაიტვირთება სადაც მენდი ნაღდად არ უნდა იდგეს. ფრანი გაცილებით უკეთესია ამ სეზონში

სამომავლოდ კიდე თუ აპირებენ დეივისის მოყვანას ჯობია რომ მენდი წავიდეს და ფრანი დარჩეს. მენდიზე 5 წლით პატარაა და მომატების პერსპექტივაც უფრო აქვს. ეს მენდი გაყინულია ერთ დონეზე უკვე რამდენი ხანია.


5

7 ოქტომბერი 2024 20:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 427

ბრაჰიმა აღარაა და ახლა მენდი ამოირჩია:DDDD 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)