100 მილიონი აშრაფ ჰაკიმის სანაცვლოდ!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ მარჯვენა მცველის არაერთი ვარიანტზე მუშაობს.
მთავარ მიზანს ტრენტ ალექსანდრ არნოლდი წარმოადგენს, რომელსაც „ლივერპულთან“ არსებული კონტრაქტი რამდენიმე თვეში ეწურება, თუმცა არსებობს ალტერნატივებიც.
„„რეალმა“ იცის, რომ „პსჟ“-სთან მოლაპარაკებები უმძიმესი იქნება, თუმცა აშრაფ ჰაკიმისთვის ბრძოლას მაინც აპირებს და ტრანსფერისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს.
ჰაკიმი ერთნაირად პროდუქტიულია, როგორც დაცვის მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე. მას ასევე შეუძლია მთელი ფლანგის კონტროლი, ფლობს საოცარ დარტყმას, ტექნიკას და ბევრ მნიშვნელოვან თვისებას.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ ჰაკიმიზე 6 წლიანი გათვლის გაკეთება ბრწყინვალე გადაწყვეტილება იქნება.
- 7 ოქტომბერი 2024
- 1 200
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.