სანაკრებო შეკრებაზე „რეალი“ არაერთი ფეხბურთელი მიემგზავრება
მაშ ასე, საკლუბო სეზონი დაახლოებით 2 კვირას პაუზას იღებს და ასპარეზს სანაკრებო შეხვედრებს უთმობს, სადაც „რეალის“ არაერთი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას.
ბრაზილიის ნაკრებმა ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო, ენდრიკ ფელიპე და ედერ მილიტაო გამოიძახა. ბოლო ცნობით, ვინი ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება, დანარჩენები კი შეკრებაზე მიდიან.
ფედერიკო ვალვერდე ურუგვაის ნაკრებში მიემგზავრება, არდა გიულერი კი თურქეთის ნაკრებს დაეხმარება.
ანდრეი ლუნინი უკრაინის ნაკრებში მიდის, ერთ-ერთი შეხვედრა კი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უნდა ჩაატაროს.
ჯუდ ბელინგემი ინგლისელებმა იხმეს, ანტონიო რუდიგერი კი გერმანიაში მოსინჯავს ძალებს.
ედუ კამავინგა და ორელიან ჩუამენი საფრანგეთის ნაკრებში ითამაშებენ.
- 6 ოქტომბერი 2024
- 349
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.