ბრაზილიელები ვინის ნაკრებში ჩასვლას მაინც ითხოვენ
მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუს ჟუნიორს მხრივ ტრავმა აქვს, ბრაზილიის ნაკრებში მის გამოცხადებას მაინც ითხოვენ.
ვინისიუსმა სამედიცინო ტესტირება გაიარა, რისი დეტალური პასუხიც ბრაზილიის ნაკრებმა მიიღო, თუმცა როგორც ჩანს ეს არ არის საკმარისი.
ის, რომ ვინი მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში ბურთს არ შეეხება ფაქტია, საუკეთესო შემთხვევაში კი 2-3 კვირა უნდა დასჭირდეს მწყობრში სრულად ჩასადგომად.
ბრაზილიელები მიიჩნევენ, რომ ვინის დამცავით თამაში თავისუფლად შეუძლია და ამის ცოცხალი მაგალითი ჯუდ ბელინგემი გახლავთ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, გაუშვებს თუ არა სამეფო კლუბი ჟუნიორს ნაკრებში.
- 6 ოქტომბერი 2024
- 661
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.