ბელინგემი:„ახლა ბევრ გოლს ვერ ვიტან, მაგრამ გოლები კვლავ მოვა“
ჯუდ ბელინგემმა „ვილიარეალთან“ შეხვედრა შეაფასა.
„გასულ ორ დაპირისპირებაში გამარჯვება არ გვქონდა მოპოვებული და ეს მოგება მნიშვნელოვანი იყო, როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. გუნდმა უნაკლოდ ითამაშა და ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკის ოვაციებიც დაიმსახურა.“
„დანიელ კარვახალი ძალიან მძიმე ტკივილს განიცდის. ჩვენ მის გვერდით ვართ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ.“
„მნიშვნელოვანია, რომ ესპანელის ოპერაცია წარმატებით ჩატარდეს და ის მოედანზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდეს.“
„ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გავიტანეთ. გუნდი სწრაფად უტევდა, ტექნიკური თვალსაზრისითაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა და აბსოლუტურ უპირატესობას ფლობდა.“
„გოლების გატანა მომენატრა, რადგან ახლა უფრო ცოტას ვიტან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდურ წარმატებაში წვლილის შეტანაა. გოლები ისევ მოვა, ამაში დარწმუნებული ვარ.“
- 6 ოქტომბერი 2024
- 372
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.