ვალვერდე:„ახლა ყველა კარვახალის მდგომარეობაზე ვფიქრობთ“
ფედე ვალვერდემ „ვილირეალთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და 3 ქულას ვიმსახურებდით. ამ მხრივ გუნდი კმაყოფილია, მაგრამ ახლა „რეალის“ ყველა ფეხბურთელის ყურადღება დანიელ კარვახალისკენ არის მიპყრობილი, რომელიც უმძიმესი ტრავმის გამო მოათავსეს საავადმყოფოში.“
„შორეულ დარტყმებზე ბევრს ვვარჯიშობ და ვცდილობ, ეს კომპონენტი კიდევ უფრო დავხვეწო.“
„როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ვითამაშო. ძალიან მსურს, რომ გუნდისთვის სასარგებლო საქმის კეთება განვაგრძო.“
„ახლა სანაკრებო შეკრების დროა. ურუგვაის ნაკრებს აუცილებლად უნდა დავეხმარო, შემდეგ კი მადრიდში დავბრუნდები.“
- 6 ოქტომბერი 2024
- 335
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.