კარვახალის ოპერაცია - რამდენს გამოტოვებს დანი?
ესპანური გამოცემების ცნობით, დანიელ კარვახალს ოპერაცია მომდევნო კვირის ბოლომდე აუცილებლად ჩაუტარდება. ამ ეტაპზე ექიმები დაკვირვებას აწარმოებენ და სანამ მწვავე ფონს შედარებით არ შეამსუბუქებენ ოპერირებას აზრი არ აქვს.
სამედიცინო შტაბის ცნობით, განაპირა მცველს ძალიან სერიოზული დაზიანებები აქვს, თანაც სამი მიმართულებით.
ის, რომ კარვახალისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია, კითხვებს არ იწვევს, მაგრამ შესაძლოა საქმე უფრო მძიმე ამბავთანაც გვქონდეს.
კარვახალს დაახლოებით იგივე პრობლემა აქვს, რაც დავიდ ალაბას ჰქონდა, ავსტრიელი კი მინდორს 1 წლით ჩამოშორდა და არამხოლოდ გასულ სეზონში, არამედ მიმდინარე სეზონის სტარტზეც ვერ ითამაშა.
არ არის გამორიცხული, კარვახალმა 10-იდან 13 თვემდე გამოტოვოს, რაც მისი ასაკის ფეხბურთელისთვის კატასტროფის ტოლფასია.
„მარკას“ ცნობით, დამატებითი პასუხები ოპერაციის შემდეგ გახდება ცნობილი.
- 6 ოქტომბერი 2024
- 1 500
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.