ანჩელოტი:„კარვახალმა და ვინისიუსმა ტრავმა მიიღეს“
კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან დამწუხრებულები ვართ, რადგან დანიელ კარვახალმა სერიოზული ტრავმა მიიღო.“
„ის, რომ ესპანელი განაპირა მცველი ჩვენთვის ფუნდამენტური მოთამაშეა ყველამ იცის. ძალიან გაგვიჭირდება მის გარეშე, მაგრამ ახლა მთავარი დანის ჯანმრთელობაა.“
„კამავინგას თამაშით კმაყოფილი ვარ. ის ვალვერდესთან ერთად მოედნის ცენტრს მთლიანად აკონტროლებდა და შეტევებსაც აორგანიზებდა, ამასთანავე შესანიშნავი იყო მოწინააღმდეგის შეტევების ჩაშლის დროს. ფაქტია, ფრანგს ამდენხნიანი პაუზის შემდეგ დრო სჭირდება, მაგრამ კონტურები უკვე იკვეთება და ის გუნდს ძალიან დაეხმარება.“
„ვალვერდეს გოლი საოცარი იყო, ის ყოველთვის ვარჯიშობს შორეულ დარტყმებზე.“
„დანის ტრავმასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციები არ მაქვს, ყველაფერს სამედიცინო ტესტირება გვიჩვენებს.“
„კარვახალის შემცვლელი? პირდაპირი შემცვლელი ლუკას ვასკესია. ვნახოთ, რას მოვიმოქმედებს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე. ჯერ ადრეა, ვინაიდან არ ვიცით, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე.“
„ვინისიუსმა სტადიონი მხარზე დისკომფორტით დატოვა. მას ტკივილი ჰქონდა. დიდი იმედი მაქვს, ბრაზილიელთან დაკავშირებით სერიოზული არაფერია.“
„ფაქტობრივად გამოდის, რომ ორი ძალიან ცუდი ამბავი მაქვს. დიახ, გავიმარჯვეთ, მაგრამ ტრავმა მიიღო გუნდის ორმა მნიშვნელოვანმა ვარსკვლავმა.“
„მბაპე იმიტომ შევცვალე, რომ 90 წუთი თამაშის რეკომენდაცია მედიკოსთა მხრიდან არ არსებობდა.“
„არ აქვს მნიშვნელობა რამდენ წუთს ითამაშებს მოდრიჩი. ლუკა ფუნდამენტური ფეხბურთელია და ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.“
- 6 ოქტომბერი 2024
- 1 453
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.