„რეალი“ ნიკო ფასის ყველა თამაშს აკვირდება
ნიკო ფასი სესკ ფაბრეგასის „კომოს“ გუნდის უდავო ლიდერია. ახალგაზრდა მადრიდელი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატს გასულ ზაფხულს მიაშურა, საკმაოდ ეფექტურად თამაშობს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესს აქტიურად აკვირდება.
„ბლანკოსს“ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მომდევნო 2 წელიწადში შეეძლება არგენტინელი ფეხბურთელის გამოსყიდვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ნიკო ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ფეხბურთელის დიდ წინსვლაზე.
- 5 ოქტომბერი 2024
- 618
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.